აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ლიბანის საპატიო კონსულ ანესტას ელ მურთან და საქართველო-ლიბანის სავაჭრო სამრეწველო პალატის ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელთან ნაბიჰ ტომესთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
►ჯაბა ფუტკარაძე სტუმრებს აჭარაში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებზე ესაუბრა. საუბარი სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
►მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
►შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა და კომპანია "ჰოხბაუს" დირექტორი ზურაბ გარუჩავა ესწრებოდნენ.