დღეს, 16 ივლისს ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს უყრის ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას.
ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დასამტკიცებლად ურსულა ფონ დერ ლაიენს სულ მცირე 374 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შეთხვევაში თუ ის ვერ მოიპოვებს დეპუტატების მხარდაჭერას, ევროპის საბჭოს ახალი კანდიდატურის შერჩევა მოუწევს.
კენჭისყრამდე ევროპარლამენტის დეპუტატებს ევროკომისიის პოტენციური პრეზიდენტი საკუთარ პროგრამას წარუდგენს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ გერმანიის მოქმედი თავდაცვის მინისტრი ურსულ ფონ დერ ლაიენი, კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, პოსტს 17 ივლიის დატოვებს. ამის შესახებ დერ ლაიენმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
„ხვალ მე უნდა წარვსდგე ევროპარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, 17 ივლისს მე დავტოვებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, რათა ჩემი შესაძლებლობები ევროპის კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმარო“, - წერს ურსულ ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.