2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აქედან, ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი (4.9 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივლისს.