საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში ახალ, უნიკალურ აღმოჩენებს გაეცნენ.
მკვლევარების მიერ გონიოს ციხის ტერიტორიაზე ახლახანს მოპოვებული არტეფაქტები ჩვენი წელთაღრიცხვის I - III საუკუნის რომაულ კულტურას და არქიტექტურას განეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 210 წელს მოჭრილი რომის იმპერატორის სეპტიმუს სევერუსის მონეტა.