კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხად ამბობს, რომ ის რუსეთში ბიზნესის წარმოებასა თუ უძრავი ქონების ფლობაში პრობლემას ვერ ხედავს. დედაქალაქის მერი ასევე თვლის, რომ რუსი ინვესტორების საქართველოში ბიზნესის წარმოებაც არ წარმოადგენს პრობლემას.
"თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაული არის? მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და რა გვიკვირს, როდესაც ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, მაგალითად, ენერგეტიკაში, დღეს არიან საქართველოში, აწარმოებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ საქმიანობას, ხომ ვიცით, ეს როდის მოხდა, რომელ წლებში განხორციელდა. ასე, რომ თუ ვიღაცას, რაღაც ბინა აქვს რუსეთში, არ მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ნამდვილად. თუ გინდათ, ბიზნესიც ჰქონდეს მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ბიზნესის განხორციელებას გინდ რუსეთში, გინდ რუსი ინვესტორების საქართველოში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს",- განაცხადა კახა კალაძემ.