ხატია ბუნიათიშვილს 4 ივლისს, ტელეარხ France 2-ზე, ფრანგი მაყურებელი ადგილობრივი დროით 21:05 წუთზე ელოდება.
ლეგენდარული ქართველი პიანისტი, საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეშოუში, Le Grand Echiquier-ში მიიღებს მონაწილეობას. თუ რომელ ნაწარმოებს შეასრულებს ქართველი პიანისტი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ტელეგადაცემაში, ხატია ბუნიათიშვილის მონაწილეობის შესახებ France 2-მა ვიდეო რგოლი მოამზადა, რომელსაც მუსიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტით ბრუნდება. ის მშობლიური აუდიტორიის წინაშე 28 სექტემბერს წარდგება.