დღეს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 243 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა.
ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ. დღეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ნახავთ ამერიკის დროშის სამფერ მორთულობებს: წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში.
4 ივლისს, ტრადიციულად, ვაშინგტონის ეროვნული არქივის კიბეზე დამოუკიდებლობის დეკლარაციას კითხულობენ. შენობის შიგნით, დოკუმენტის დედანი, კონსტიტუციასთან და კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან ერთად, თვალსაჩინო ადგილზე არის გამოფენილი.
ერთად ეროვნულ მოლზე გამართულ ფოიერვერკებს უყურებს.
ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.