ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციას ეხმიანება და ხელისუფლებას პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ელჩის მიაჩნია, რომ ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებთი, პოლიციის ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებზე გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიების ჩატარებისკენ. ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართვა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს დიალოგისა და კომპრომისისკენ”,- წერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიკრობლოგ "ტვიტერში".