დროა, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გასაწევრიანებლად უსწრაფესად დავიწყოთ მოლაპარაკებები - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
მოგერინის თქმით, ევროკომისია თხოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადებში დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და დადებითად გადაწყვეტა.
"ჩვენ, ევროკომისია, ვთხოვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, რომ მათ უმოკლეს დროში "მწვანე შუქი" აუნთონ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საჩქაროდ დაწყებას", - განაცხადა მოგერინიმ.