რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 4 ივლისს შეხვდება. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალესანდრო ჯიზოტიმ აღნიშნული ინფორმცია დაადასტურა.
"ვადასტურებ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 4 ივლისს გამართავს აუდიენციას რუსეთის პრეზიდენტთნ ვლადიმირ პუტინთან“, - განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა.