აზერიბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს.
ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩვენი ერების ნება-სურვილს ეფუძნება, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში ცხოვრობდნენ.
ჩვენ კმაყოფილები ვართ ორი ქვეყნის უმაღლესი დონის ურთიერთობით, რომელიც თავის მხრივ, მტკიცე ნდობას ეფუძნება.
ღრმად მწამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე, სტრატეგიული თანამშრომლობა განაგრძობს განვითარებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, ხოლო მეგობარ საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი წერილში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დღეს, 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.