აშშ-ის საელჩო საქართველოდ დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება:
„გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!“ ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო!“,- აღნიშნულია მილოცვაში.