27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება.