„ჩემო კარგებო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ , რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა,ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან,და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე , რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან,კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ).მე ამასაც კარგად მოვახერხებ თქვენ არ ინერვიულოთ!
გიყვარდეთ ერთმანეთი!“, - ეს პოსტი თამთა გოდუაძემ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროვიზიის კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობადა. მან ფინალურ შოუში, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, ხოლო 6 ქულა ჟიურის შეფასებით მიიღო. ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრები წელს: ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ.
ფინალური კონკურსის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოხატა უკმაყოფილება ქართველი მომღერლის 6 ქულით შეფასების გამო. თამთა გოდუაძის ფეისბუქ პოსტი, სწორედ ამ საპროტესტო ტალღას ეხმიანება.