ირაკლი ალასანია თბილისშია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის 5-ე საარჩევნო ოლქში გააკეთა, როგორც ალასანიამ განმარტა, საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა, რათა შალვა შავგულიძეს გვერდში დადგომოდა.
„შალვა შავგულიძე არის ის ადამიანი, ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება, როგორ უნა დაუდგეს მეგობრებს მხარში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება დღეს მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, აპირებს თუ არა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში. ალასანიამ ასევე არ შეაფასა, რა შანსები აქვს ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებისთვის.