„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი,“ - ეს განცხადება განმუხურში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, სანდრა რულოვსმა, გააკეთა.
სანდრა რულოვსის თქმით, მის წინააღმდეგ ზუგდიდში მიმდინარე კამპანიაში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია არის ჩართული.
„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი. მერი ლაშა გოგია, წინა მერი, ციხეშია და გვყავს, როგორც მაგალითი მინდა მოვიყვანო სამი ფეოდალი - ერთი არის გია დანელია, საკრებულოს წევრი, რომელმაც ტელეფონით იმაზე კი არ საუბრობს, როგორც ჩვენ მასალაში ვნახეთ, როგორ დაეხმაროს ზუგდიდელს გაჭირვებიდან გამოსვლაში, არამედ იმაზე საუბრობს, რა მეთოდებით უნდა დააშინოს ზუგდიდელები არჩევნების დროს. მეორე, ფეოდალი, ძიმშეიშვილი, რიყიდან. ესეც საკრებულოს წევრი, სირცხვილი, რომელმაც მიითვისა ათობით ჰექტარი რიყეში და არ აძლევს მოსახლეობას, ვისაც ძროხები ჰყავს, რომ საძოვრად გამოიყენოს იქიდან თუნდაც ნაწილი. მესამე, ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს. რისთვის სჭირდებოდათ თუ იცით, იმიტომ, რომ ხმა არ ამოეღო ზუგდიდელების დასაცავად პარლამენტში. რისთვის სჭირდებოდა თურმე ეს მანდატი, რომ მისი 50 ნათესავი მუნიციპალიტეტის საშტატო ბალანსზეა, ანუ არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და 300 ათას ლარამდე იხარჯება წელიწადში მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის, სირცხვილია“, - განაცხადა რულოვსმა და აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიყოს საზოგადოება და შეეცდება სამუშაო ადგილები შექმნას, რათა ახალგაზრდები ადგილზე დასაქმდნენ.