გერმანიაში ოცი ადამიანი დაშავდა მატარებლისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად. ინციდენტი შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ ოლქში მოხდა.
დაშავებულთა შორის ხუთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოებში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
მომხდარის გარემოებები დგინდება.