ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გეგმავს ივნისში რუსეთში გაემგზავროს, რათა დაესწროს სანქტ პეტერბურგში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთი ვენესუელის სახელისუფლებო ორგანოებსა და პოლიტიკას აკონტროლებს და სწორედ ის არ აძლევს მადურს საშუალებას, რომ ამბოხებული ოპოზიციონერების წინაშე ფარ-ხმალი დაყაროს.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ვენსუელაში მასობრივი არეულობები დაიწყო. დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ 1 მაისს ქვეყანაში დაიწყება ოპერაცია „თავისუფლების“ ფინალური ნაწილი. მან სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელის მოსახლეობის უმეტესობა მას მხარს უჭერს. მან ვენესუელელებს ქუჩებში გამოსვლისკენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების შედეგად 71 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, საპროტეტსო აქციის მონაწილეებს ეროვნული არმიის ჯავშანტექნიკამ გადაურა.
დასავლური მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს ესროდნენ დაპირისპირებული მხარეების, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს მომხრეები.