ოთო ნემსაძის პირველი რეპეტიცია ევროვიზიის სცენაზე დღეს, 5 მაისს შედგა. ევროვიზიის კონკურსზე, საქართველო პირველ ნახევარ ფინალში, 14 მაისს, მე-11 ნომრად წარდგება.
ოთო ნემსაძის სასცენო დადგმაზე, რეჟისორმა ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს.ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერის – „სულ წინ იარე“ მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის.
რეპეტიციის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა პრესკონფერენცია გამართა. .
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება. პირველი ნახევარფინალისა და ფინალის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე შედგება.