დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის თანამდებობის დატოვება ისევ მოსთხოვეს, იუწყება Daily Mail-ი.
ეს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოხდა. 2 მაისს გამართული არჩევნების შედეგების თანახმად კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა მანდატების ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს. ამომრჩევლების უკმაყოფილება Brexit-თან დაკავშირებით თანამდებობის პირების ქმედებებმა გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ 500-ზე მეტი ადგილი დაკარგა.
აღნიშნულია, რომ პრეს-კონფერენციის დროს ერთ-ერთი მონაწილე ტერეზა მეის უყვიროდა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
„აქამდე რატომ არ გადადექით? თქვენ ჩვენ არ გვჭირდებით“, - უყვიროდა ერთ-ერთი მამაკაცი ტერეზა მეის.
ამის შემდეგ დაცვამ ის დარბაზიდან გააძევა.
არჩევნები ინგლისის 284 ადგილობრივ საბჭოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 11 საბჭოში გაიმართა.