აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა.
„მისი თვითმფრინავი აეროპორტში იდგა, ის მზად იყო სამშბათს დილით გაფრენილიყო, მაგრამ რუსებმა დაარწმუნეს, რომ უნდა დარჩენილიყო“, - განაცხადა პომპოემ CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მადუროსთან დაახლოებული სამი პირი თავდაპირველად ოპოზიციის მოთხოვნას პრეზიდენტის წასვლის შესახებ დათანხმდა, თუმცა შემდეგ თავისი სიტყვა გადათქვა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი მათგანი - თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა.
თუმცა გუშინ პადრინომ ტელევიზით გამოსვლისას მადუროსადმი ერთგულება დაადასტურა.
სამშაბათს ვენსუელაში მასობრივი არეულობები დაიწყო. დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ 1 მაისს ქვეყანაში დაიწყება ოპერაცია „თავისუფლების“ ფინალური ნაწილი. მან სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელის მოსახლეობის უმეტესობა მას მხარს უჭერს. მან ვენესუელელებს ქუჩებში გამოსვლისკენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
71 ადამიანი დაშავდა ვენესუელაში ოპოზიციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების შედეგად. იუწყება CNN-ი. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.
გავრცელებული ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეროვნული არმიის ჯავშანტექნიკამ გადაურა.
დასავლური მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს ესროდნენ დაპირისპირებული მხარეების, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს მომხრეები.