ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვენ, ეროვნული არმიის ჯავშანტექნიკამ გადაუარა.
ვითარება უკიდურსად მას შემდეგ გამწვავდა, რაც დღეს, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ მიკრობლოგ "ტვიტერზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას და სამხედროებს მოუწოდა რეჟიმის ცვლილებისთვის გაერთიანება.
დასავლური მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს ესროდნენ დაპირისპირებული მხარეების, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს მომხრეები.