ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს და ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაგდა კოტრიკაძემ "ევროპული საქართველოს" სამი წევრის მიერ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვებაზე განაცხადა.
„რეალურად დეპუტატები, რომლებიც იყვნენ ჩვენთან მოსული, ჩვენთვის არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი დატოვონ სქემა, ან პირიქით, ჩვენ ვიღებთ უამრავ მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ჩაერთონ პროცესში. ცოტა საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს და ცდილობენ თემის პოლიტიზირებას, უხერხულია. ჩვენ ვემსახურებით ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და ასევე უცხოელ მოქალაქეებსაც, რომლებიც არიან რეზიდენტი პირები. ასე, რომ ნუ ვეცდებით თემის პოლიტიზირებას. რაც შეეხება ინფორმირებულობის ნაწილს, ჩვენ ყოველდღე ვართ ეთერებში. უკვე 750 ათასზე მეტი ადამიანია სქემაში ჩართული",- განაცხადა კოტრიკაძემ.