Reuters-ის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო შრი-ლანკაში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობას იღებს. ისლამური სახელმწიფო, თვითმკვლელ ტერორისტებთან კოორდინირებულ მოქმედებას ადასტურებს, რომელმაც 321 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 500 ადამიანი მძიმედ დააშავა.
შეგახსენებთ, რომ კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 321-ს აღწევს, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.