შრი-ლანკაში, მასობრივი დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. კვირას ეკლესიებსა და სასტუმოებში 7 თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 310 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.
შრი-ლანკის ხელისუფლება, ტერაქტზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ისლამურ ჯგუფს National Thowheed Jamath (NTJ)-ს აკისრებს.
პოლიციას 40-მდე ეჭვმიტანილი ჰყავს, რომლებიც შესაძლოა ტრაქტთან კავშირში იყვნენ.
შეგახსენებით, კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 310-ს აღწევს, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.
შრი-ლანკის პოლიციამ ტერაქტების კავშირში ბრალდებული 24 ადამიანი დააკავა.
ფოტო: The Washington Post