შრი-ლანკაში აფეთქებას სულ მცირე 207 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 400-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება შრი-ლანკის დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე განხორციელდა, მათ შორის ეკლესიებსა და სასტუმროებში.
აფეთქებები ეკლესიებში სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს, ვითარებაში გარკვევის მიზნით.