სულ მცირე 137 ადამიანი დაიღუპა და 400-მდე ადამიანი დაშავდა შრი-ლანკაში განხორციელებული აფეთქებების შედეგად.
აფეთქება შრი-ლანკის დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე განხორციელდა, მათ შორის ეკლესიებსა და სასტუმროებში.
აფეთქებები ეკლესიებში სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს, ვითარებაში გარკვევის მიზნით.
ქვეყნის პრეზიდენტმა მაითრიპალა სირისენამ მოსახლეობს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.