ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკში წუხელ უცნობმა პირებმა " დიდების მარადიული ცეცხლის" მემორიალი ააფეთქეს, რომელიც ქალაქის პარკში მდებარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აფეთქება უცნობმა პირებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით განახორციელეს. ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს", _ იუწყება რუსული მედია