ნატო-ს სამხედრო ხომალდებმა დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები გაიარეს და შავ ზღვაში შემოვიდნენ. ამის ამსახველი ფოტოები Twitter-ში ქვეყნდება.
„ევერტსენი“, „სანტა მარია“, „ტორონტო“ „ილდირიმი“, „რეჯელე ფერდინანდი“ და „დრიზკი“ მოუთმენლად ელიან ოპერაცია Sea Shield-ის ჩატარებას და უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ორი ხომალდი 1 აპრილს ოდესის პორტში შევა.
„კანადის სამხედრო-საზღვაო ძალების სამეფო ფრეგატი „ტორონტო“ და ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ფრეგატი „სანტა მარია“ ოდესაში შავ ზღვაში პატრულირების შემდეგ ნატო-ს ჯგუფის მე-2 მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის შემადგენლობის სხვა გემებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში შევლენ“, - იუწყება უკრაინული მედია.