საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯანჯღავას დღეს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019 - ის“ მიმდინარეობისას წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გააცნო.
გენერლის წოდება ნიკოლოზ ჯანჯღავას წარმატებული საქმიანობისა და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის “ წარმატებულად ჩატარებისათვის მიენიჭება.