კანადის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სილვეინ ლესგუთრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ დავით ნაირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე ნატოსთან ინტეგრაციის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მიმდინარეობაზე და IშAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა კანადის სამხედრო განათლების დახმარების პროგრამაში (MTAP) საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებიც განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში კანადელი ატაშე ასევე დაათვალიერებს ალექსეევკის და მარნეულის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზებს.
სილვეინ ლესგუთრი საქართველოს 13 ნოემბერს დატოვებს.