კანადა, პორტუგალია და შვედეთი ლგბტქ მოგზაურობისთვის ყველაზე გეი-მეგობრული ქვეყნები არიან. ინფორმაციას Spartacus Gay Travel Index-ი აქვეყნებს.
Spartacus Gay Travel Index-ი მოგზაურებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომლებიც მსოფლიოს 197 ქვეყანაში ლგბტქ ადამიანების ცხოვრებას აღწერენ.
ბოლო ანგარიშში, მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილება განიცადა ინდოეთმა, რომელმაც ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება მაჩვენებლები დააფიქსირა ასევე ავსტრიამ და მალტამ, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დასაშვები გახდა.
მდგომარეობა ლგბტქ მოგზაურებისთვის შედარებით გაუარესდა გერმანიაში, ბრაზილიასა და აშშ-ში. ამ ორი ქვეყნის [ბრაზილია, აშშ] მთავრობების მიერ მიღებულმა რამდენიმე ინიციატივამ გარკვეულწილად დააზარალა წარსულში მიღწეული უფლებრივი მდგომარეობა. გერმანიაში კი ბოლო წლებთან შედარებით გაიზარდა ძალადობის მაჩვენებელი ლგბტქ ადამიანების მიმართ.
Spartacus Gay Travel Index-ის ანგარიშის მიხედვით, ტაილანდი, ტაივანი, იაპონია და შვეიცარია განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან.
ლგბტქ მოგზაურებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად კვლავ რჩებიან საუდის არაბეთი, ირანი, სომალი და ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
Spartacus Gay Travel Index-ში საქართველო 95-ე პოზიციაზეა სომხეთთან, კაბო-ვერდესთან, გაბონთან, ყირგიზეთთან, ჰონდურასთან, პერუსთან, ფილიპინებთან და უკრაინასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 პუნქტითაა გაუარესებული.
Spartacus Gay Travel Index-ის მიხედვით TOP-10 ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- კანადა
- პორტუგალია
- შვედეთი
- ავსტრია
- ბელგია
- დანია
- ფინეთი
- ისლანდია
- ლუქსემბურგი
- მალტა