„ვეტერინარიის კუთხით, ბოლო წლებში ტენდენცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, რასაც აღიარებს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ განმარტავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
„იმისათვის, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათი იყოს მიკვლევადი, ჩვენი მომხმარებელი იყოს დაცული, უვნებელი და დაშვებული საერთაშორისო ბაზრებზე, ინერგება კომპლექსური სისტემები. რეგიონულ ჭრილში ვაპირებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და მესტია დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.