ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღო მუქარის წერილი, რომელშიც ეწერა რომ თუ კონკრეტულ ქმედებებს არ შეასრულებდნენ, ბანკს გაანადგურებდნენ.
არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე - ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები ,რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ წერილების ფრიალს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. გვინდა დაგვეხმაროთ, რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა. წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“,- ამბობს ხაზარაძე.