ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N4-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 3 775 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.
„რაიონის მასშტაბით, საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულ დასახლებაში, სადაც 167 ოჯახი ცხოვრობს, გზის მოწყობა დავასრულეთ. დაზიანებული გზის საფარის გამო წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მსგავსი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და მოსახლეობაც კმაყოფილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
გუდამაყრის ქუჩა N4-ში გზის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 162 000 ლარია.