ჩეჩნეთში ბოევიკების ლიკვიდაციის ოპერაციის მიმდინარეობისას მილიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთიც დაიჭრა.
ადგილობრივი სამართალდამცავების განმარტებით, შატოის რაიონში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ბოევიკების ჯგუფი, რომლებმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია.
"შატოის რაიონის ტყის მასივში საგამოძიებო სამძრებო საქმიანობის ჩატარებისას აღმოჩენილ იქნა ბოევიკთა ჯგუფი, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგონა გასწია", - განუცხადეს "რია ნოვოსტის" სამართალდამცავებმა.
შეტაკების შედეგად დაიღუპა საპატრულო სამუშაო სამსახურის ასეულის მეთაური, ხოლო უბნის ინსპექტორი დაჭრილია. ბოევიკების მხრიდან დანაკარგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შატოის რაიონში სპეცოპერაცია ამ დროისთვისაც გრძელდება.