9 სექტემბერს ვლადიკავკასში მომხდარი ტერორისტული აქტი, ჩრდილოეთ ოსეთში დაძაბულობის მიზეზი ხდება.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოსი ეროვნების მოქლაქეები, სოფელ კარწაზე თავდასხმასა და მის დარბევას ცდილობენ. კარწაში მეტწილად ინგუშებითაა დასახლებული.
ვითარების კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილება ხელისუფლებასა და ოსებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
როგორც "კომერსანტი" იუწყება, ინგუშები ვითარების გაუარესებას ელიან და სოფლის მთელ პერიმეტრზე მათ დაცვა გაამაგრეს. სოფლის განაპირას მცხოვრები ქალები და ბავშვები დასახლების სიღრმერში გადაიყვანეს.
ოსების მხრიდან აგრესიის მიზეზი 9 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტი გახდა, რომლის დროსაც ვლადიკავკაზში 17 ადამიანი დაიღუპა და 191 დაიჭრა.
გამოძიებამ იმთავითვე "ინგუშური" კვალი აიღო. ტერაქტის დღეს დააკავეს სამი ინგუში. დაკავებულია მილიციის თანამშრომელიც, ეროვნებით ინგუში, რომელსაც აფეთქებული ავტომანქანა ეკუთვნოდა. როგორც სამართალდამცავმა გამოძიებას განუმარტა, ტერაქტის წინა დღეს მან ავტომაქანა მინდობილობით გადასცა თავის თანასოფლელს, ასევე ინგუშს, გვარად არჩაკოვს.
მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მაგომედ არჩაკოვი მიმდინარე წლის დასწყისში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.