ცნობილი ქართველი კონორეჟისორი გიორგი დანელია შეუძლოდ გახდა და ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული. კვირა ღამით დანელიამ თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
88 წლის რეჟისორის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი პნევმოთორაქსი - პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება გახდა.
გიორგი დანელია - კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია - „არ დაიდარდო“, „აფონია“, „დავდივარ მოსკოვი ქუჩებში“, „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“.