საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვის დროს შეუძლოდ გახდა. წირვა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. სასულიერო პირებმა ის წირვის დასრულებამდე აზიარეს და სადიაკვნოდან გაიყვანეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგვიანებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა მისმა პირად ექიმმა, ცისანა შარტავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქს აღენიშნებოდა მსუბუქი თავბრუსხვევა და მისი გასინჯვის შედეგად ჰოსპიტალიზების საჭიროება არ დამდგარა.