საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა 11 თებერვალს ქ.ქუთაისსა და ქ.რუსთავში, 12 თებერვალს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა-თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ, ქ.ქუთაისსა და ქ.ბათუმში- 1.8-ჯერ,ხოლო რუსთავში- უმნიშვნელ;ოდ. 13 თებერვალს ქ.რუსთავში- 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში - 1.7-ჯერ. 14 თებერვალს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, ვაშლიჯვარში-1.2-ჯერ, ქ.რუსთავში 1.7-ჯერ, ქ.ქუთაისში 2-ჯერ, ხოლო ვარკეთილში-უმნიშვნელოდ. 15 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე 1.7-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში. 16, 17 და 18 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში - უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ურეკის ქ. N5, N143 საჯარო სკოლასთან, გლინკას ქ.N18, ბაგა-ბაღი ,,ბენიკანასთან“, ხორნაბუჯის ქ.N21, N143 ბაგა-ბაღთან, გუდამაყრის ქ.N2, N9 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.