თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი კედრის ხე დაირგო.
დეპუტატმა ინიციატივაში ჩართულ კომპანია ,,ნეოგაზს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვარკეთილის 3-ში ერთ-ერთი გამორჩეული სკვერის გამწვანება მოხერხდა.
,,დღევანდელი აქტივობა ჩვენს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, უახლოესი კვირების განმავლობაში კამპანია გაგრძელდება და სხვადასხვა კომპანიასთან ერთად ვარკეთილის ტერიტორიას ასობით ნერგს შევმატებთ“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.