სინოდის სხდომაზე მამა გიორგის შეწყალების საკითხი განსახილველად არ გამოტანილა - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მიტროპოლიტი ანტონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე შეწყალების საკითხი არ განუხილავთ, სპატრიარქოში, კერძო საუბრისას უმსჯელიათ ამ საკითხზე და ნეგატიური აზრი არავის გამოუხატავს. მეუფე ანტონმა თქმით, კერძო საუბრისას ამბობდნენ, რომ დეკანოზ გიორგის "მოსანანიებელი აქვს".
"წმინდა სინოდის სხდომაზე არ გამოტანილა, კერო საუბრებში გვითქვამს და არავის გამოუხატავს ნეგატიური აზრი. ნუ მოსანანიებელი აქვს და ამ მონანიების შემდეგ, ასეთი აზრიც გამოსულა", - თქვა მეუფე ანტონმა.
მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ საკითხის განხილვა მოხდება, ის დეკანოზის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება.