ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირისთვის მეტად მნიშვნელოვანია თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ვინაიდან თიბისი ბანკი ქვეყნის სისტემური ბანკია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირი აქტიურად დააკვირდება მოვლენების განვითარებას.
"ევროკავშირისთვის ეს ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „თიბისი ბანკი“ ქვეყნის სისტემური ბანკია და ისეთ საკითხები, როგორიცაა საქართველოს მაკროფინანსური სტაბილურობა, სერიოზულად გათვალისწინებული უნდა იყოს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ, ვინაიდან ჩემი მხრიდან არაკეთილგონივრული საქციელი იქნება კომენტარის გაკეთება გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო ეროვნული ბანკის ზედამხედველობითი უფლებამოსილების ფარგლებში. ჩვენ განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.