ცოტა ხნის წინ, ღუდუშაურის კლინიკაში, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა აზიარა, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა. ამის შესახებ დეკანოზმა ნიკოლოზმა თავად განუცხადა ჟურნალისტებს.
"ღვთის წყალობით, ეზიარა მამაო და იმედი მაქვს, მალე განიკურნება და კარგად გახდება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“, – განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რჩება. 15 თებერვალს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით - ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თორნიკე მამალაძე მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.