აჭარის ნაკრები თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. შეჯიბრება ბაკურიანში გაიმართა. ბათუმის გუნდმა ფინალში ბოლნისის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეჯიბრებაში თბილისის, ბოლნისის, რუსთავის, სამტრედიის, ქუთაისის და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა.
დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
ევროპის ჩემპიონატის ტურში საქართველოდან სულ სამი გუნდი მონაწილეობს, მათ შორისაა აჭარის გამარჯვებული ნაკრებიც. ჩემპიონატს ისევ ბაკურიანი მასპინძლობს.