დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
აკაკი წერეთლის გამზირის N99 ა-ში, თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში, მირცხულავას ქუჩა N10-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-14 კორპუსის ორ სადარბაზოში მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეოლიფტი“ ახორციელებს.
ხუთი ლიფტის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 90 727 ლარი გამოიყო. უახლოეს პერიოდში დამატებით 10 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია იგეგმება.
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.