დღეს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში ღია საზოგადოების ფონდი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.
მონიტორინგის შედეგები მოიცავს 2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების ანალიზს.
კერძოდ, ასახულია მიღწევები და ხარვეზები 2017 წლიდან დღემდე ანტიკორუფციული სისტემის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის, ბავშვთა და ქალთა უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით.
პრეზენტაციაზე მოხსენებებს გააკეთებენ ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი ქეთი ხუციშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
მომხსენებლებიი თემების მიხედვით:
1. მართლმსაჯულება- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ნონა ქურდოვანიძე
2. ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ერეკლე ურუშაძე
3. ბავშვთა უფლებები- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ანა არგანაშვილი
4. შრომის სტანდარტები- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კოტე ერისთავი
5. ქალთა უფლებები- კავშირი „საფარი", ბაია პატარაია
6. გარემოს დაცვა- მწვანე ალტერნატივა, მანანა ქოჩლაძე