13 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობის სამ მემორანდუმს მოეწერება ხელი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მემორანდუმების ხელმოწერას დაესწრებიან:
- მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
- აკად. არჩილ ფრანგიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
- ტადაჰარუ უეჰარა - იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
- სატოში მიჰარა - იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორი, COMET- ექსპერიმენტის მენეჯერი.
აღნიშნული დოკუმენტების გაფორმება უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.