დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთო პირველი რეგიონალური განყოფილების უფროსი გაპალ გაჯიევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"გაჯიევი სამსახურში მიდიოდა, როდესაც მასზე თავდასხმა მოხდა და იგი უცნობმა პირებმა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. გაჯიევი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა", _ იუწყება რუსული მედია.
მკვლელობის ფაქტზე რუსეთის გენპროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები