ბათუმში ზ.ბერიძის (ყოფილი კალიევი) ქუჩაზე ხანძარია. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის დროს, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი შენობიდან მაშველებმა უკვე გამოიყვანეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ცეცხლი მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში გაჩნდა. ბრიგადები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რომ ცეცხლი სხვა შენობებზეც არ გადავიდეს.